ფეხბურთი

17:48 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიუდიგერი: "შეუძლებელი იყო ამდენი ხანი გაურკვევლობაში ვყოფილიყავი"

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ანტონიო რიუდიგერი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და სავარაუდოდ, კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

გერმანელმა მცველმა ინგლისური კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები გასული წლის მიწურულს გართულდა.

„სამწუხაროდ, ჩემი კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები გასულ შემოდგომაზე გართულდა. ბიზნესი ბიზნესია, მაგრამ როცა კლუბში აგვისტოდან იანვრამდე სიახლე არ არის, სიტუაცია რთულდება. პირველი შეთავაზების შემდეგ დიდი დრო გავიდა და არაფერი მომხდარა. ჩვენ რობოტები არ ვართ. შეუძლებელია ამდენი თვე დაელოდო შენი მომავლის შესახებ ინფორმაციას და ამდენი გაურკვევლობა იყოს.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ტორტზე ალუბალი იყო. როდესაც ნახევარფინალში „რეალთან“ ვითამაშეთ, ყველა ტურისტებად მიგვიჩნევდა. ვითამაშეთ, როგორც ნამდვილად ოჯახმა და ბოლოს ვიცით, რაც მოხდა - ტურისტებმა გვირგვინი დაიდგეს.

წარსული? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს წავაწყდი: სიღარიბეს, დისკრიმინაციას, შეურაცხყოფას, ადამიანებს, რომლებსაც ჩემში ეჭვი ეპარებოდათ.

კლუბს მკვდარი გულით ვტოვებ. „ჩელსი“ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა, ეს სეზონიც, ყველა სირთულის მიუხედავად სასიამოვნო იყო, მაგრამ ფეხბურთი, ფეხბურთია“, - თქვა რიუდიგერმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდიგერმა „ჩელსიში“ 132 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა. მას მანამდე „შტუტგარტსა“ და „რომაში“ უთამაშია.

0.116623