ფეხბურთი

16:25 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლაჰოვიჩი: "ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდე"

"იუვენტუსისა" და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მისი მიზანია დიდი ფეხბურთელი გახდეს და ამისთვის არაფერს დაიშურებს. როგორც ვლაჰოვიჩმა აღნიშნა, "იუვენტუსში" გადასვლა ძალიან სურდა, რადგან მსგავსი მენტალიტეტი აქვთ.

„ვფიქრობ, რომ სერბეთში ბურთს ბავშვობიდანვე ხელში გვაჭერინებენ. პატარაობიდან მხოლოდ სურვილი ყოველთვის მემოძრავა, თავიდან კალათბურთზე დავდიოდი, რაც ჩემი პირველი გატაცება იყო. სკოლაშიც კალათბურთის სკოლა იყო. 2-3 წელი კალათბურთს ვთამაშობდი, შემდეგ ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად დავიწყე და გადავწყვიტე ფეხბურთზე შევსულიყავი. მერე პირველ ვარჯიშზე დედამ წამიყვანა.

„იუვეს“ დნმ მომწონს, ეს ბრძოლისუნარიანობა, არდანებება, ბოლომდე ბრძოლა, მაქსიმუმის ჩვენება. მეც ასეთი ვარ. მიყვარს მუშაობა და საქმის კეთება, რადგან კარიერას დავასრულებ, არ მინდა რაიმე სანანებელი მქონდეს. მინდა, ყველაფერი გავიღო. ეს ჩემი საქმეა, მე პრივილეგირებული ვარ და არ მესმის განსხვავებული რატომ უნდა ვიყო. მომატება ყოველთვის შეიძლება, მაშინაც კი, როცა საოცრად თამაშობ. უნდა იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, ოღონდ გადაჭარბების გარეშე.

მინდა, ვთქვა, რომ არ მომწონს ჩემს დიდ ფეხბურთელობაზე ახლა საუბარი, დიდი გზაა გასავლელი, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო. ყველაფერს ვაკეთებ და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონი გავხდები.

პრანდელი? მამაჩემი იმას არ გააკეთებდა, რასაც ის აკეთებდა ჩემთვის. მამაჩემმა მითხრა: „შემომხედე, მის ადგილას ამდენს ვერ გაგიკეთებდი“. ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს. ეს მჭირდებოდა, წინ მიბიძგა, მხარს მიჭერდა. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები, ნამდვილად მადლობელი ვარ, იმედი მაქვს, მალე ვნახავ, ვისაუბრებთ. ჩემს სპორტულ კარიერაში ჯერჯერობით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.

კიეზა? ის კარგად მიცნობს, იცის, როგორ ვიზრდებოდი. „ფიორენტინაში“ ერთად სამი წელი ვითამაშეთ, საბედნიეროდ, ახლა ისევ ერთად ვართ. მან ტრავმა მიიღო, ჩემი აქ გადმოსვლის მომენტში და იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება, ვიცით, როგორი ფეხბურთელია. სასიამოვნო იყო მასთან ისევ შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ მოედანზე ერთმანეთს კარგად გავუგებთ, როგორც ფლორენციაში. მოუთმენლად ველოდები, რომ მასთან ერთად ვითამაშებ, მოედანზე გავალთ და ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ.

ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორი თამაში ჩავატარე, ამ მხრივ დიდი გამოცდილება ჯერ არ მქონია, მაგრამ მთელი კვირა სხვანაირად ვსუნთქავდი. ჰაერი განსხვავებულია, როცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ. როცა ჰიმნზე ვიდექი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, აქ ხარ! შემდეგ გოლი გავიტანე და საოცარი ემოციები ვიგრძენი. მინდა, ეს ემოციები ბევრჯერ და დიდხანს გამოვცადო. ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი, რომელიც ტელევიზორში ვნახე, „მილანი“ – „ლივერპული“ იყო, სტამბოლის ფინალი, მამაჩემმა მითხრა ამის შესახებ, მე კარგად არ მახსოვს, მაგრამ მამაჩემმა მომიყვა.

ვიცით, რომ „იუვე“ ყოველთვის იმარჯვებდა და მომავალშიც გაიმარჯვებს, ეს ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია და ამ გზაზე უნდა დავბრუნდეთ. სალაპარაკო ცოტაა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მხოლოდ ესაა მთავარი. ჩემი აზრით, წნეხს სხვებიც განიცდიან, წნეხი განსხვავებულია. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ, სიამოვნებას ვიღებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავახაროთ. ფეხბურთის თამაში იმიტომ დავიწყე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანს ეამაყა ჩემით, ვინც მიყურებს.

ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ცხოვრება კარგად მიდის. მე და ჩემი მშობლები კარგად ვართ და ეს ყველაზე მთავარია. გულშემატკივრების სიყვარული არის ის, რაც დამატებით ბიძგს მაძლევს, ზოგჯერ დაღლილი ხარ, მაგრამ ისინი გიბიძგებენ ისეთი რამის გაკეთებისკენ, რასაც ვერ წარმოიდგენ. ბედნიერი ვარ, რომ „იუვეში“ ვარ, ეს ძალიან მინდოდა. ბევრი ტიტულის მოგების იმედი მაქვს“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა "იუვენტუსში" დღემდე 20 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

0.114249