ფეხბურთი

20:14 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გურიას” ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა

ლანჩხუთის “გურიას” 25 წლის ნახევარმცველი ნიკა კილაძე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. 7 ოქტომბრის ღამეს ფეხბურთელი მოტოციკლს მართავდა, როცა სატვირთო ტრაილერს დაეჯახა. მასთან ერთად მყოფი მეგობარი გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ნიკას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნიკა 1988 წელს აფხაზეთის ქალაქ გაგრაში დაიბადა. ბავშვობის წლები თბილისში გაატარა. 6 წლიდან “ნორჩი დინამოელის” საფეხბურთო სკოლაში დადიოდა, ხოლო შემდეგ თბილისის “სპარტაკსა” და “ომც-ში” ითამაშა.

2007-დან 2014 წლამდე ფინურ კლუბებში “კაჯაანში,” “კოკოლასა” და “ორპაში” გამოდიოდა. 2014 წელს კი ლანჩხუთელთა გუნდში ჩაირიცხა. ლანჩხუთის “გურიაში” თამაშობს ნიკას ძმა ერეკლე. წლების წინ ამავე გუნდში თამაშობდა მათი მამა გია კილაძე.

ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და იზიარებს ოჯახის მწუხარებას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092512