ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა წყალტუბოს "სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" ექს-ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე დაიმატა.
ნიქაბაძე გასულ წელს ბათუმის "დინამოსთან" ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჩემპიონის რიგებში მან გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ბათუმიდან წასვლის შემდეგ, წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მალტის ჩემპიონატში, კლუბ "გუდია იუნაიტედში" ასპარეზოდა. გიორგი ნიქაბაძე "სამგურალში" 40 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.