ფეხბურთი

23:05 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: "დღევანდელ "ლივერპულზე" მილიარდი დაიხარჯა, ჩემს დროს კი ბიუჯეტი 20 მილიონი გვქონდა"

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ინგლისური გრანდის შესახებ ისაუბრა.

ესპანელმა აღნიშნა, რომ ამ „ლივერპულსა“ და იმ გუნდს შორის, რომელიც მას ჰყავდა, პარალელის გავლება არ შეიძლება. მიზეზად ბენიტესმა ფინანსები დაასახელა.

„რეალი“ საკვანძო მომენტებში კარგად რეაგირებდა, თავისი ფეხბურთელების ხარისხი დაეხმარა. ფინალში აგრესიულ და დომინანტურ „ლივერპულს“ ვიხილავთ, რომელიც პირველივე წუთიდან თავისი ინტენსივობით ითამაშებს.

2004 წლის „ლივერპული“? ჯერარდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომელსაც მოედანზე განსაზღვრული პოზიცია არ ჰქონდა. ჩაბი ალონსო „ეიბარში“ იჯარით თამაშობდა, ხოლო ლუის გარსიას „ბარსელონა“ ყიდდა. ფერნადო ტორესი იყო ფორვარდი, რომელიც ესპანეთში 15-20 გოლს იტანდა, ჩვენთან კი 33 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, აღვზარდეთ მასკერანო, რომელიც „ვესტ ჰემში“ სათადარიგო ფეხბურთელი იყო და ლუკას ლეივა, რომელიც კლუბში 10 წელი დარჩა. აგერში მხოლოდ 6 მილიონი გადავიხადეთ, გყავდა რეინაც, მაგრამ იმ გუნდის შედარება ამ გუნდთან, რომელშიც მილიარდი ევრო დაიხარჯა, არ შეიძლება. მართალია, რომ ამ „ლივერპულმა“ ფული სწორად დახარჯა, მაგრამ სათადარიგო სკამზე არიან ფეხბურთელები, რომლებიც 40 მილიონად შეიძინეს, მე კი 20-მილიონიანი ბიუჯეტი მქონდა“, - თქვა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესმა „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა 2005 წელს მოაგებინა, ხოლო 2007 წელს ფინალში დამარცხდა.

0.1127