ფეხბურთი

22:34 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო კოვაჩი "ვოლფსბურგს" ჩაიბარებს

გერმანული „ვოლფსბურგის“ ახალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გახდება. ამის შესახებ Kicker-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ხორვატ სპეციალისტთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ოფიციალური განცხადება კი მალე გაკეთდება.

ნიკო კოვაჩი ბოლოს „მონაკოს“ წვრთნიდა, საიდანაც გასულ ზამთარს წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. კოვაჩს ასევე უმუშავია მიუნხენის „ბაიერნშიც“, თუმცა, გერმანული გრანდიდანაც ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109083