ფეხბურთი

18:50 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ახლა მბაპეს ტრანსფერზე ფიქრის დრო არ არის"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ისინი კილიან მბაპეზე არ ფიქრობენ და ახლა მათი ერთადერთი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის ფინალია.

„მბაპეს ტრანსფერზე არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვართ ორიენტირებული, ასე რომ, აზრი არ აქვს რაიმე კომენტარს მბაპეს შესახებ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალს“ შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114898