ფეხბურთი

18:10 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„მამლების“ განაცხადში ერთადერთი დებიუტანტი მოხვდა - „მარსელის“ ნახევარმცველი ბუბაკარ კამარა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი, ინგლისი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია)

მცველები: ჯონათან კლაუსი (ლანსი), ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), პრისნელ კიმპემბე (პსჟ), ჟიულ კუნდე (სევილია, ესპანეთი), ბენჟამინ პავარი (ბაიერნი, გერმანია), ვილიამ სალიბა (მარსელი), რაფაელ ვარანი (მანჩესტერი, ინგლისი)

ნახევარმცველები: მატეო გენდუზი (მარსელო), ბუბაკარ კამარა (მარსელი), ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), ორელინ ჩუამენი (მონაკო)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (სევილია, ესპანეთი), კარიმ ბენზემა (რეალი, ესპანეთი), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), მუსა დიაბი (ლევერკუზენი, გერმანია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი, გერმანია)

უეფას ერთა ლიგაზე საფრანგეთის ნაკრები ივნისში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ხორვატიას დაუპირისპირდება, თითოჯერ კი დანიასა და ავსტრიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115012