ფეხბურთი

16:59 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში 29 ფეხბურთელს უხმო, მათ შორისაა, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მარტში სანაკრებო სიაში ვერ მოხვდა. სანიოლმა შემადგენლობაში დააბრუნა ირაკლი აზაროვი, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ქვილითაიაც.

ვილი სანიოლის რჩეული 29 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი) ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი).

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის შემდეგ არ დამარცხებულა (4 მოგება, 1 ფრე). ივნისში გასამართი მატჩების განრიგი კი ასეთია:

2 ივნისი, 20:00

საქართველო - გიბრალტარი

5 ივნისი, 22:45

ბულგარეთი - საქართველო

9 ივნისი, 22:45

ჩრდ. მაკედონია - საქართველო

12 ივნისი, 20:00

საქართველო - ბულგარეთი

0.113233