„რეალის“ 32 წლის ნახევარმცველი, ტონი კროოსი, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს - წერს Marca.
„რეალმა“ გერმანელ შუახაზელს უკვე შესთავაზა კონტრაქტის 2024 წლამდე გაგრძელება, თუმცა ფეხბურთელმა დასაფიქრებლად დრო მოითხოვა. მას სურს დარწმუნდეს, როგორ მდგომარეობაში იქნება მომავალი სეზონის დასაწყისში. სწორედ მაშინ გადაწყვეტს თავის მომავალს. კროოსს არ სურს გუნდისთვის ზედმეტ ტვირთად იქცეს.
„სამეფო კლუბთან“ მის კონტრაქტს ვადა გაისად ივნისში ეწურება. მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი კი შეუცვლელ მოთამაშედ მიიჩნევს.
კროოსი „რეალში“ 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი მწვრთნელია ჟარდიმი მილანს გამოადგება
ყოველ წელს უყიდიდნენ წამყვან ფეხბურთელებს, არადა მაგარი მწვრთნელია
რომელიმე რუსულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.