„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2022-23 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. კომპლექტი კლუბის 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანის დასაწყისის წარმატებებითაა ინსპირირებული და რეტრო ელფერი დაჰკრავს.
მაშინ „ქალაქელებმა“ ლამის ყველაფერი მოიგეს: გახდნენ ინგლისის ჩემპიონები და ორივე თასის მფლობელი. მოიპოვეს თასების მფლობელთა თასი.
წარდგენაში მონაწილეობა ჯეკ გრილიშმა, ფილ ფოდენმა და ოლეკსანდრ ზინჩენკომ მიიღეს. ფორმა ტრადიციულად ცისფერია, განსხვავება ის არის, რომ საყელოზე და მკლავებზე თეთრ-წითელი ზოლები დაჰყვება.