ფეხბურთი

12:48 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბრონკჰორსტი: „ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით“

ევროპა ლიგის ფინალში, „აინტრახტთან“ დამარცხების შემდეგ (1:!, 4:5 პენ), „რეინჯერსის“ მთავრმა მწვრთნელმა, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაყობს თავისი ფეხბურთელებით.

„გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ რა გაეწყობა. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. პენალტები ხომ ლატარეაა. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა. ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. ვამაყობ მათით.

თასის მოპოვებასთან ახლოს ვიყავით. ახლა მომავლისკენ უნდა გავიხედოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ძნელი იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ. განვითარება გვჭირდება.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110287