სხვა

2:46 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ კლიჩკო IOC-ს რუსი ათლეტების დისკვალიფიკაციას სთხოვს

კრივში მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), რუსი ათლეტების დისკვალიფიკაციისკენ მოუწოდებს. ამის საბაბად, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ასახელებს.

სპორტის სხვადასხვა სახეობათა საერთაშორისო ფედერაციებმა, რუსეთსა და ბელარუსში შეჯიბრები გააუქმეს და იქაურ სპორტსმენებს, საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება ჩამოართვეს. თუმცა IOC-ი შედარებიტ მსუბუქ სასჯელს დასჯერდა და რუს და ბელარუს ათლეტებს, ნეიტრალური დროშით ასპარეზობის უფლება მისცა.

რუსეთი უკრაინაში შეჭრას სპეციალურ ოპერაციას უწოდებს, ბელარუსმა კი აგრესორს, თავისი ტერიტორია პლაცდარმად დაუთმო. შედეგად, უკრაინაში არაერთი ქალაქი განადგურდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილი გახდა.

ვლადიმირი, ვისი ძმა, ვიტალი კლიჩკო, კიევის მერია, ომის დაწყებისთანავე სარეზერვო არმიაში ჩაეწერა.

„IOC-მა რუსული ოლიმპიური გუნდი დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯოს. ომი გრძელდება, ათასორით ადამიანი იღუპება და მილიონობით საცხოვრებელს კარგავს. მათ (რუსებს) შემდეგ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება არ უნდა მისცენ. არც სხვა დიდ შეჯიბრებში უნდა დაუშშვან, რადგან ეს ომი რუსეთმა წამოიწყო. მოქმედება სიტყვებზე ძლიერ მოქმედებს. საჭიროა მათი იზოლაცია. ეს მათთვის მტკივნეული იქნება“, - ამბობს კლიჩკო.

0.122257