ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელთა ანაზღაურება და საპრიზო ფონდები მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში გათანაბრდა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა.
როგორც აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზე 2028-წლამდე კაცებიც და ქალებიც ერთნაირ ანაზღაურებას მიიღებენ.
მსოფლიო ფეხბურთში ეს პირველი პრეცედენტია, როცა მამაკაცთა და ქალთა შემოსავალი გათანაბრდა. აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პარლოუ კონუსმა აღნიშნა, რომ ეს სამუდამოდ შეცვლის აშშ-ში ფეხბურთს და ასევე იმოქმედებს მსოფლიოში ფეხბურთის პოტენციალის შეცვლაზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ქალთა ნაკრები ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონია, ასევე ოთხჯერ კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.