ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ნიკოლოზი რეიტინგის 79-ე ნომერს, პორტუგალიელ ჟოაოა სოუზას დაუპირისპირდა, მაგრამ ორ სეტში, 4:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა 4:5-ზე საკუთარი ჩაწოდება წააგო და სეტში მარცხი იწვნია, ხოლო მეორე სეტის მოსაგებად პორტუგალიელს ერთადერთი ბრეიკი ეყო, რომელიც მე-6 გეიმში გაახერხა. სოუზამ 8 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო ქართველმა 2 ეისი მიითვალა და 3-ჯერ ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში ბასილაშვილმა 1/16-ფინალური ეტაპი დაძლია, ამრიგად, ტურნირი მეორე წრეში დაასრულა.