ფეხბურთი

16:15 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი "ბარსელონას" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კლუბის დატოვებას ზაფხულში აპირებს. პოლონელმა ფორვარდმა მიუნხენელებთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2023 წელს იწურება, უკვე უარი თქვა.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ინფორმაციით, ლევანდოვსკიმ „ბარსელონასთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და ესპანურ კლუბთან ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს.

ახლა ესპანელებმა შეთანხმებას „ბაიერნთან“ უნდა მიაღწიონ, რადგან „ბაიერნი“ პოლონელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115656