ვარშავის „ლეგია“ „დინამო ბათუმისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, ლაზარე კუპატაძის გადაბირებას გეგმავს.
პოლონური მედიის ცნობით, ვარშაველები კუპატაძეს ვეტერანი მეკარის, არტურ ბორუცის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.
„ლეგიაში“ დარჩენას გეგმავენ ამჟამინდელი მეორე და მესამე მეკარეები, მაგრამ კლუბი 26 წლის ქართველითაც ინტერესდება.
ლაზარე კუპატაძე 2021 წლის იანვრიდან „დინამო ბათუმის“ ღირსებას იცავს, მანამდე მან კარიერის დიდი ნაწილი თბილისის „საბურთალოში“ გაატარა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი ორი მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროდ თითქოს გაუცხოვდა ძიუდო. ადრე ნებისმიერ ტურნირზე მიძღვნილ თითო სტატიაზე კომენტარების რაოდენობა 100 აჭარბებდა, ახლა კი? სამწუხაროა ძალიან და რა ფენომენია ჩვენში ასეთი ყველანაირად რომ ცდილობენ ხალხის სიყვარული სიძულვილად უქციონ.
ბევრი მიზეზი შეიზლება ამ ყველაფერს ქონდეს. მათ შორის ალბათ შიდა არეულობები. მაგრამ ალბათ მხოლოდ ესე არ არის მიზეზი...