საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ უმაყურებლოდ „თელავს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე გამარჯვება ვერ მოიპოვა.
იმერული გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, რადგან თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გიორგი კუხიანიძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან 5 წუთის შემდეგ გიორგი ხაბულიანმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, „ტორპედოს“ 15 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 მაისს, „სამგურალთან“ ჩაატარებს, ხოლო „თელავი“ 20 ქულით მეექვსე საფეხურზეა და წინ „დინამო ბათუმთან“ დაპირისპირება ელოდება.
„ტორპედო“ – „თელავი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 კუხიანიძე (77, პენ), 1:1 ხაბულიანი (82)