ფეხბურთი

18:46 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და მეორე ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა.

წყალტუბოს „სამგურალი“ ფანტასტიკურ ფორმაშია და იმერულმა გუნდმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, ბოლო 7 ტური კი არ დამარცხებულა.

იმერულმა გუნდმა მორიგი გამარჯვება სტუმრად „გაგრას“ წინააღმდეგ მოიპოვა. პირველივე ტაიმში თედო კიკაბიძემ და ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანეს და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. „სამგურალმა“ შესანიშნავი სერიით 26 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებს „დინამო თბილისთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 21 მაისს, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. „გაგრა“ 17 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და წინ „სიონთან“ შეხვედრა ელოდება.

ისევ ვერ მოიგო გორის „დილამ“, რომელიც ბოლნისის „სიონს“ გასვლაზე უგოლოდ დაუზავდა. ანდრეი დემჩენკოს გუნდი 23 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სიონი“ 11 ქულით მეცხრე საფეხურზეა და წინ „გაგრასთან“ შეხვედრა ელოდება.

„გაგრა“ – „თელავი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 კიკაბიძე (35), 0:2 ჯერალდო (38)

„სიონი“ – „დილა“ 0:0 (0:0)

0.1083