ფეხბურთი

15:26 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ პოგბას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, წელიწადში 7,5-მილიონევროიანი ხელფასით

ინის „იუვენტუსმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას, კონკრეტული სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, წელიწადში 7,5-მილიონევროიანი ჯამაგირით - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ადრიენ გრენიე.

ბოლო დროს მედიაში იწერებოდა, რომ პოგბათი „პარი სენ-ჟერმენიც“ იყო დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში პოგბამ 27 შეხვედრა გამართა, ერთი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე პასი შეასრულა.

პოგბა „იუვენტუსში“ 2012-16 წლებშიც თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112184