ჩოგბურთი

15:44 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჟენევის ტურნირის მეორე წრეში გავიდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟენევის ტურნირის მეორე წრეში ითამაშებს.

ბასილაშვილი პირველ წრეში არგენტინელ ფაკუნდო ბანისს შეხვდა და პირველი სეტი 6:4 მოუგო, მაგრამ მეორე სეტი აღარ გამართულა, რადგან არგენტინელი ტრავმის გამო შეხვედრას ჩაეხსნა და გამარჯვება ავტომატურად ნიკოლოზს დარჩა.

30 წლის ქართველი ჟენევის ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი და მისი მომდევნო მეტოქე პორტუგალიელი ჟოაო სოუზა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122349