ფეხბურთი

14:50 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი უკმაყოფილოა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, უკმაყოფილოა „საუთჰემპტონთან“ პრემიელიგის 37-ე ტურის მატჩის სამაბათს დანიშვნის გამო, რადგან მის გუნდს გასულ შაბათს ქვეყნის ასოციაციის თასის ფინალში, „ჩელსის“ წინააღმდეგ 120 წუთს მოუწია თამაში.

„შაბათს ვითამაშეთ. დიდი ალბათობა იყო იმისა რომ მატჩი 120 წუთს გაგრძელდებოდა. შემდეგი შეხვედრა კი სამი დღის თავზე დაგვინიშნეს.

თეორიულად თამაში ოთხშაბათსაც შეიძლებოდა, თუმცა რახან ევროპა ლიგის ფინალი უწევს, შეუძლებელი გახდა.

მაგრამ ხუთშაბათი? ეს ხომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს The Telegraph.

„საუთჰემპტონი“ – „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 17 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.121243