სხვა

13:51 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

მე-10 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა სადანოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით მოიგო. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გამოსავლენად მსაჯთა კომისია გახდა საჭირო, რომლებმაც გამარჯვება ქართველ სუმოისტს მიანიჭეს.

ტოჩინოშინს 6 მოგების საპირისპიროდ 4 წაგება აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 5 ბრძოლიდან 2 გამარჯვება სჭირდება. 18 მაისს, ტოჩინოშინი მე-15 მაეგაშირა აზუმარიუს დაუპირისპირდება.

0.135245