ფეხბურთი

13:18 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ მოურინიუს იწვევს

„ნიუკასლის“ ახალ, მდიდარ მფლობელებს, კლუბის მთავარ მწვრთნელად იტალიური „რომას“ დამრიგებლის, ჟოზე მოურინიუს ხილვა სურთ - გვამცნობს ესპანური Marca.

უახლოეს ხანში ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა 59 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის დარწმუნებას შეეცდება, რათა „კაჭკაჭების“ მართვის სადავეები ჩააბაროს.

„ნიუკასლის“ ახლანდელი დამრიგებელი, ედი ჰაუ, კარგად უძღვება საქმეს, გუნდი გასავარდნი ზონიდან ცხრილის შუაში აიყვანა და გულშემატკივრებსაც შეაყვარა თავი.

მაგრამ ჯორდების ხელმძღვანელებს დიდი მიზნები აქვთ და ამიტომ გამოცდილი, ჩემპიონი მწვრთნელის ხილვა სურთ გუნდში.

მოურინიუ კარგად იცნობს პრემიერლიგას. მანამდე ის ორჯერ წვრთნიდა „ჩელსის“ და სამჯერ გახადა ინგლისის ჩემპიონი. მუშაობდა „მანჩესტერ იუნაიტედსა“’ და „ტოტენჰემშიც.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.111016