„მილანის“ 40 წლის შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, უახლოეს დღეებში გადაწყვეტს თავის ახლო მომავალს. ის ორ ვარიანტს განიხილავს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ნიკილო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, ზლატანი ან „მილანთან“ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს, ან აწგარდაცვლილი ცნობილი აგენტის, მინო რაიოლას ჯგუფს შეუერთდება. შვედმა ამ კომპანიაში შესაძლოა აგენტის სტატუსი მიიღოს, ან სხვა თანამდბობაზე ვიხილოთ.
იტალიის ჩემპიონატის და თასის გათამაშების მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 26 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შესარულა.