ფეხბურთი

10:24 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „პოგბა? ასეთს არ ვიცნობ“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ვარსკვლავის, პოლ პოგბას ტურინულ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.

„პოგბა? ვინ არის პოგბა, ასეთს არ ვიცნობ. იქნებ ინგლისური სიტყვაა. ის დიდი ხნის წინ იყო „იუვენტუსში,“ აღარც მახსოვს (იცინის)“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერის“ მაისურით ყველა ტურნირში პოგბამ 27 შეხვედრა გამართა, ერთი ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

„იუვენტუსში“ კი ის 2012-16 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112187