ფეხბურთი

1:33 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ზედიზედ მეორედ წააგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად დაკარგა

ლონდონის „არსენალი“ 5-წლიანი პაუზის შემდეგ ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასთან, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო მატჩი წააგო და ახლა სასწაული უნდა მოხდეს, რომ სეზონი ოთხეულში დაასრულოს.

„არსენალი“ ორი ტურის წინ „ტოტენჰემს“ 4 ქულით უსწრებდა, რაც საკმარისი ფორა უნდა ყოფილიყო, მაგრამ წინა ტურში სწორედ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა (0:3), ახლა კი „ნიუკასლ იუნაიტედთანაც“ ვერაფერი გააწყო - 0:2.

შედეგად, ყველაფერი ანტონიო კონტეს ხელშია, რომელიც 70 ქულით მეოთხე ადგილზეა და „არსენალს“ უკვე 2 ქულით უსწრებს. პრემიერლიგის დასრულებამდე კი მხოლოდ ერთი ტური რჩება.

„არსენალი“ ბოლო შეხვედრას „ევერტონთან“ შინ გამართავს, ხოლო „ტოტენჰემი“ გავარდნილ „ნორვიჩს“ ესტუმრება.

0.114587