„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ „ლივერპულის“ საიდუმლო წინადადება უარყო. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.
წყაროს თანახმად, 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს და სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტს არ განიხილავს. მადრიდულმა გამოცემამ დღესვე დაწერა, რომ სულ მალე მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რომელსაც დიდი ალბათობით არ გაახანგრძლივებს და ფრანგულ კლუბს დატოვებს.