ფეხბურთი

21:20 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მე-14 ტური უგოლოდ დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური თბილისური დერბით დაიწყო, რომელშიც „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს. როგორც მასპინძლებს, ისე სტუმრებს შეეძლოთ გატანა, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს და ორ-ორი ქულა დაკარგეს.

შედეგად, „დინამო თბილისს“ 26 ქულა გაუხდა და მეორე ადგილზეა, „დინამო ბათუმს“ კი 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 21 მაისს, „ლოკომოტივს“ შეხვდება. „საბურთალოს“ 23 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და შემდეგი მატჩი 22 მაისს, გორის „დილასთან“ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127842