ფეხბურთი

20:36 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავში გამართულ უეფას განვითარების თასზე, 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა, სამთა ტურნირის მეორე მატჩში, აზერბაიჯანი მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების გოლი, 50-ე წუთზე სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელმა - ავთანდილ მაშავამ გაიტანა, რომელმაც საბა გეგუჩაძის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და 16-წლამდე ნაკრებს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ივნისიდან 17-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს ინგლისის, ისრაელის და ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

2022 | უეფას განვითარების თასი

11 მაისი - საქართველო 1:1 (4:3/პენ) ზამბია
13 მაისი - აზერბაიჯანი 1:3 ზამბია
16 მაისი - საქართველო 1:0 აზერბაიჯანი

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09358