„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. „აძურის“ თავკაცმა აღნიშნა, რომ ხვიჩას სათამაშო თვისებებს კარგად იცნობს და სჯერა, რომ სერია A-ში მაღალ დონეზე ითამაშებს.
„კვარაცხელიას კარგად ვიცნობ და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც სერია A-ში ნამდვილად კარგად ითამაშებს. მოედანზე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, გენიალურ არჩევანს აკეთებს, როგორიც მწვრთნელებსაც სურთ. სწრაფია, ტექნიკური, გოლების გატანა შეუძლია და ძლიერი დარტყმა აქვს. ის ძლიერი ფეხბურთელია“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება. მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე უკვე შეთანხმებული არიან. ნეაპოლური გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.