სხვა

13:10 | 16.05.2022 | ნანახია 1155 - ჯერ

ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

ნაცუ ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და უჩვეულოდ ხანგრძლივი გამოდგა, მხოლოდ 35-ე წამზე შეძლო ლევან გორგაძემ მეტოქის დოჰიოდან გაყვანა და აბისეტაოშის ილეთით იმარჯვა.

ქართველ სუმოისტს 9 საშეჯიბრო დღის შემდეგ დადებითი ბალანსი გააჩნია - 5 მოგების წილ 4 წაგება აქვს და მომდევნო ბრძოლას სადანოუმის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:49 | 16.05.2022
johnsilver (1156)

ტანკივითაა

0.133762