კალათბურთი

12:05 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩის კიდევ ერთი შოუ და "დალასმა" "ფინიქსი" გაანადგურა

„დალას მავერიქსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალისტი გახდა და ამრიგად, ორივე კონფერენციაში ფინალის ყველა მონაწილე გაირკვა.

„დალასმა“ გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონ და მიმდინარე სეზონში რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდს, „ფინიქსს სანსს“ აჯობა, თანაც, გადამწყვეტი, სერიის მეშვიდე შეხვედრა მისსავე მოედანზე მოუგო.

„მავერიქსის" უპირატესობა აშკარა იყო და ანგარიში სრულიად ლოგიკურია - 123:90. აღსანიშნავია, რომ „ფინიქსს“ პირველ ტაიმში მხოლოდ 27 ქულა ჩაგდებული, ზუსტად იმდენი, რამდენიც მხოლოდ ლუკა დონჩიჩს. სლოვენიელმა მორიგი სუპერთამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს 30 წუთში 35 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი შესძინა. სპენსერ დინვიდმა 30 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ჯალენ ბრუნსონმა კი 24 ქულა, 6 მოსნა და 2 პასი დააგროვა.

„ფინიქსში“ ყველაზე შედეგიანი კემერონ ჯექსონი იყო - მხოლოდ 12 ქულით, დევინ ბუკუერმა 11 და კრის პოლმა 10 ქულა დააგროვა. მოკლედ, „სანსმა“ სეზონში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა და ასპარეზობას გამოეთიშა.

„დალასი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეიტს“ შეხვდება, ხოლო აღმოსავლეთში „ბოსტონი“ და „მაიამი“ დაუპირისპირდებიან.

0.119175