ფეხბურთი

12:40 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანი ლევანდოვსკიზე: "კლუბზე მაღლა არცერთი ფეხბურთელი არ დგას"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. როგორც ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ აღნიშნა, პოლონელმა ფეხბურთელმა კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა, რაც მისი უფლებაა. თუმცა, კანი არ ღელავს და ამბობს, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონსაც მიუნხენში გაატარებს.

„ფაქტია, რომ ლევას კლუბთან კონტრაქტი აქვს და მას ბოლომდე შეასრულებს, ამაზე საუბარი საკმარისია. ეს საკითხი ჩვენთვის თავის ტკივილს არ წარმოადგენს. ჩვენ გავუკეთეთ შეთავაზება მის აგენტს, მან კი ის არ მიიღო, ეს მისი უფლებაა, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ აკავშირებს და ბოლომდე შეასრულებს. ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულები ვართ. კლუბზე მაღლა არცერთი ფეხბურთელი არ დგას“, - თქვა კანმა.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს, როდესაც კლუბს „დორტმუნდიდან“ უფასოდ შეუერთდა. 2021-2022 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117839