პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ კრაკოვის „ვისლა“ გავარდა.
პოლონურ გუნდს სტუმრად „რადომიაკთან“ მხოლოდ 3 ქულა სჭირდებოდა და 2:0-საც იგებდა, მაგრამ 2:4 წააგო და ბოლო ტურის წინ გადარჩენის შანსი დაკარგა.
ანგარიში სწორედ წიტაიშვილმა გახსნა, რომელმაც მერვე წუთზე ტექნიკურად ითამაშა და მარჯვენა ფეხით დიაგონალური დარტყმით მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. გიორგიმ ექსტრაკლასაში 6 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, მას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
კრაკოვის „ვისლას“ 31 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში, სამშვიდობოს მყოფ „შლიონსკს“ კი 4 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი.