ფეხბურთი

20:55 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის გოლი ოთარ კიტეიშვილის "შტურმთან"

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილმა გოლი გაიტანა და ეს ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ წინააღმდეგ მოახერხა.

„ვოლფსბერგერმა“ გრაცში 4:1 მოიგო, ხოლო ლუკამ მატჩის მერვე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და ანგარიში გახსნა. ქართველი მცველი მოედანზე 65-რ წუთამდე იყო, ხოლო „შტურმში“ ტრავმა მოიშუშა და მოედანზე დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ბოლო 18 წუთი ითამაშა. აქვე ვთქვათ, რომ ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 28-ე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

„შტურმისთვის“ ეს წაგება ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან 37 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს. „ვოლფსბერგერს“ 25 ქულით მეხუთე ადგილი უკავია და კონფერენს ლიგაზე გავიდა.

ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. „შტურმი“ სეზონს „აუსტრიასთან“ საგარეო მატჩით დაასრულებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ „რაპიდს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111093