ფეხბურთი

16:53 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი და ვან დაიკი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქნებიან

„ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიგო, მაგრამ „წითლების“ ეს მატჩი მხოლოდ პოზიტიური არ ყოფილა.

ტრავმების გამო იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰი და ვირჯილ ვან დაიკი შეცვალა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ორი კვირით ადრე, ნამდვილად საგანგაშო სიგნალი იყო. თუმცა, Liverpool Echo-ს ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა უბრალოდ თავი დაიზღვია და სერიოზული ტრავმა არც ეგვიპტელს აქვს და არც ნიდერლანდელს.

წყაროს თანახმად, მადრიდის „რეალთან“ 28 მაისს, პარიზში გასამართ მატჩამდე სალაჰიც და ვან დაიკიც სათამაშოდ მზად იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში ოთხი ტიტულის მოგების შანსი აქვს - ორი უკვე მოიგო, პრემიერლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალშია გასული.

0.126244