ფეხბურთი

15:48 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძე "ანორთოსისსა" და პორტუგალიურ კლუბებს შორის არჩევანი აქვს

„დოქსას“ ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ გადავიდეს. ამის შესახებ კვიპროსული მედია წერს.

თუმცა, 30 წლის ფეხბურთელით ფამაგუსტელთა გარდა, სხვა კვიპროსული გუნდებიც არიან დაინტერესებული. გარდა ამისა, არაა გამორიცხული პორტუგალიაში დაბრუნდეს, სადაც ავთოს კარიერის უმეტესი ნაწილი აქვს გატარებული.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ავთო ებრალიძემ ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ოთხჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.136124