ფეხბურთი

15:13 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დიდი ალბათობით კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

პოლონელმა ფეხბურთელმა გუშინ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კლუბს ტოვებს და აღნიშნა, რომ ალბათ მან მიუნხენურ გრანდში ბოლოჯერ ითამაშა. რობერტს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მაგრამ „ბაიერნიდან“ წასვლა ამ სეზონის შემდეგ სურს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ლევანდოვსკის და მის აგენტს, „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ხელფასზე შეთანხმება მიღწეული აქვთ. პოლონელი ესპანელებთან ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს.

ახლა „ბარსელონამ“ შეთანხმება „ბაიერნთან“ უნდა მიაღწიოს, რომელიც 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს და 375 შეხვედრაში 344 გოლი აქვს გატანილი. მას დორტმუნდის „ბორუსიასა“ და პოზნანის „ლეხშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116529