ფეხბურთი

14:32 | 15.05.2022 | ნანახია NaN - ჯერ

დავით ვოლკოვი სავარაუდოდ პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში გადავა

საქართველოს ნაკრებისა და „ზირას“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი დიდი ალბათობით, კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

როგორც Azerisport-ი წერს, ვოლკოვი ზაფხულში გდანსკის „ლეხიას“ ფეხბურთელი გახდება. მხარეებს შორის ყველანაირი დეტალი პრაქტიკულად შეთანხმებულია.

დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა და ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძვის. მას საქართველოს ნაკრებში 4 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

„ლეხია“ პოლონეთის ექსტრაკლასაში სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 57 ქულით მეოთხე ადგილზეა და ეს პოზიცია უკვე განაღდებული აქვს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:41 | 22.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ის დორტმუნდი მომენატრა, ძაან მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ

0.066164