ფეხბურთი

13:33 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "დორტმუნდში" გატარებულ დროს არასდროს დავივიწყებ"

დორტმუნდის „ბორუსიაში“ ერლინგ ჰოლანდმა ბოლო მატჩი ჩაატარა და გერმანულ კლუბს დაემშვიდობა. როგორც ნორვეგიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გატარებულ პერიოდს არასდროს დაივიწყებს.

„ამ მაისურის ტარება სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი პატივი. „დორტმუნდში“ დასამახსოვრებელი დრო გავატარე, განსაკუთრებულ ადამიანებს შევხვდი, რომ აღარაფერი ვთქვათ გულშემატკივრებზე, რომლებიც ჩვენთვის ყოველთვის დამატებითი ადამიანი იყვნენ მოედანზე. ყვითელი კედელი მართლაც წარმოუდგენელია. არასდროს არაფერს დავივიწყებ, დიდი მადლობა ყველას“, - დაწერა ჰოლანდმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობდა და გერმანულ გუნდში ჩატარებულ 89 შეხვედრაში 86 გოლი გაიტანა. 21 წლის ნორვეგიელი 1 ივლისიდან „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდება.

0.114324