სხვა

0:16 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროზე ლიდერი ისევ არ შეცვლილა

ჯირო დ’იტალიას მერვე ეტაპი ბელგიელმა თომას დე გენდტმა მოიგო. ლიდერის ვარდისფერი მაისური კი ესპანელმა ხუან პედრო ლოპესმა შეინარჩუნა. დე გენდტმა ბორბალი ბოლო 200 მეტრზე ააჩქარა, უკან მოიტოვა იტალიელი დავიდე გაბურო და ესპანელი ხორხე არკასი და ფინიში პირველმა გადაკვეთა.

რბოლის დასაწყისში, პირველი ეტაპის გამარჯვებული, ჰოლანდიელი მატიო ვან დერ პოელი და ერითრეელი ბინიამ გირმაი დაწინაურდნენ. ფინიშამდე 46 კილომეტრით ადრე, ვან დერ პოელმა მეტოქის ჩამოტოვება სცადა. მაგრამ დე გენდტმა და მცირე ჯგუფმა არ გაუშვეს. უფრო მეტიც, ბელგიელმა დაწინაურებაც შეძლო. მას სამი მეტოქე მიჰყვა, რომელთა შორისაც არ იყვნენ ვან დერ პოელი და გირმაი. ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე, ამათ დაწევა სცადეს, მაგრამ საბოლოოდ, პირველ ოთხეულს 33 წამით ჩამორჩნენ. მათთან ერთად, ფინიშს ფრანგმა გიიომ მარტინმც მიაღწია, ვინც კლასიფიკაციაში მე-14 ადგილიდან, მეოთხეზე გადაინაცვლა.

დე გენდტისთვის ეს კარიერაში ჯიროზე, სადაც პირველად ათი წლის წინათ იასპარეზა, მოგებული მეორე ეტაპია.

რაც შეეხება ლოპესს, მისმა გუნდმა „ტრეკ-სეგაფრედომ“ ყველაფერი გააკეთა ლიდერის მაისურის შესანარჩუნებლად. თუმცა დიდი აბათობით, კვირის რთული სამთო ეტაპის შემდეგ, ვარდისფერ მაისურს ახალი მფლობელი გამოუჩნდება. ფავორიტთაგან ლიდერთან ყველაზე ახლოს, მეხუთე ადგილზეა ბრიტანელი საიმონ იეიტსი, ვინც ლოპესს 42 წამით ჩამორჩება.

0.129774