ფეხბურთი

23:50 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიამ“ ფრედ ითამაშა, მამარდაშვილი სათადარიგო იყო

ესპანური პრიმერას 37-ე ტურის მატჩში, „ვალენსია“ ბარსელონაში „ესპანიოლს“ ეწვია. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში 37-ე წუთზე სტუმარმა მაქსი გომესმა გახსნა, ტიერი კორეას პასით. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე კი რაულ დე ტომასმა წონასწორობა აღადგინა.

„ღამურების“ კარს ამჯერად ნიდერლანდელი იასპერ სილესენი იცავდა. ჩვენი გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო გახლდათ.

45-ქულიანი „ვალენსია“ გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108163