„დუკატის“ იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ საფრანგეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო და კვირის რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა მსოფლიო ჩემპიონი, ფრანგი ფაბიო კვარტარარო (იამაჰა).
ბანიაიამ ლე მანის ტრეკის წრის ახალი რეკორდით (1 წუთი და 30.450 წამი) მოიგო და 0.069 წამით აჯობა თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ ჯეკ მილერს. ბანიაიასთვის ეს ზედიზედ მეორე პოულია. პირველი ესპანეთის ხერესში მოიპოვა და ის რბოლაც გამარჯვებით დაასრულა. ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი გამარჯვებაა.
კვალიფიკაცია მესამე ადგილზე დაასრულა „აპრილიას“ ესპანელმა ალეიქს ესპარგარომ, ვინც მილერს 0.159 წამით ჩამორჩა. ხუთეულში შევიდა „გრესინის“ იტალიელი ენეა ბასტიანინი, ვინც პოულის მოპოვება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
მოტო გრანპრის ექვსგზის ჩემპიონი, „ჰონდას“ ესპანელი მარკ მარკესი ბოლო ცდაზე შეცდა და მხოლოდ მე-10 შედეგს დასჯერდა.