ფეხბურთი

22:23 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: „შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო „ბაიერნში“

ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურის მატჩში „ბაიერნი“ „ვოლფსბურგს“ ესტუმრა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დამთავრდა. ერთი ბურთი სტუმართაგან რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, შემედეგ კი თქვა, რომ შესაძლოა, ეს მისი ბოლო თამაში იყო რეკორდმაისტერის შემადგენლობაში.

„სავსებით შესაძლებელია, ეს ბოლო შეხვედრა აღმოჩნდეს ჩემთვის „ბაიერნში“. ამას 100 პროცენტით ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი ალბათობით, ასე იქნება. ვცდილობთ საუკეთესო ვარიანტი მოვძებნოთ ჩემთვისაც და კლუბისთვისაც.“ - ციტირებს ტვიტერში პოლონელი ფორვარდის სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ესპანურ მედიაში კი უკვე თვეზე მეტია ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ ტრანსფერზე წერენ.

0.124748