ფეხბურთი

21:26 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ მორიგი ბუნდესლიგური რეკორდი

დღეს, 14 მაისს, „ბაიერნმა,“ ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში, სტუმრად „ვოლფსბურგთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა. მიუხენელთაგან ბურთები იოსიპ სტანიშიჩმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს.

ამრიგად, ახალდამთავრებულ ბუნდესლიგის სეზონში მათ სტუმრად 49 გატანილი გოლი მოუგროვდათ, რაც პორტალ Opta-ს ინფორმაციით, ტურნირის რეკორდია.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ 34 მატჩის შემდეგ 77 ქულა მოაგროვა და ზედიზედ მეათედ გახდა გემანიის ჩემპიონი.

0.113014