ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალური მატჩი მიმდინარეობს „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ შორის. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა.
33-ე წუთზე მერსისაიდელთა ლიდერი, მოჰამედ სალაჰი, მოედნის ცენტრში წააქციეს და მან თამაში ვეღარ გააგრძელა. ეგვიპტელის მაგიერ მინდორზე დიოგო ჟიოტა გავიდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა სალაჰის ტრავმა.