ფეხბურთი

20:00 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი "რეალის" დატოვებას არ აპირებს

მადრიდის „რეალს“ ედენ აზარი დამდეგ ზაფხულს არ დატოვებს და მომდევნო სეზონსაც „სამეფო კლუბში“ გაატარებს.

ბელგიელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციას გააგრძელებს და ეცდება, რომ მადრიდულ გრანდში ბოლოს და ბოლოს, ფეხი მოიკიდოს.

„აზარი მომდევნო სეზონშიც „რეალში“ დარჩება. ედენი ენთუზიაზმით ვარჯიშობს და გვაჩვენებს, რომ მზად იქნება მომდევნო სეზონის დასაწყისისთვის“, - თქვა კარლო ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალს“ 2019 წელს დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და უმეტესად ეს პერიოდი ლაზარეთში გაატარა. 31 წლის შემდეგ ნახევარმცველს „რეალის“ რიგებში 65 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109971