იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და „პალერმოს“ ლეგენდა ფაბრიციო მიკოლი ციხიდან გაათავისუფლეს.
მიკოლის თავისუფლების აღკვეთა გამოძალვის საქმეზე 3.5 წლით ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ვენეციელმა მოსამართლემ ის პირობითი სასჯელით გაათავისუფლა. მიკოლიმ სასჯელი სალენტოს საფეხბურთო სკოლაში საგანმანათლებლო სამუშაოზე დასწრებით უნდა მოიახდოს და თავის ყოფილ მსხვერპლებთან მიახლოება აეკრძალა.
შეგახსენებთ, ფაბრიციო მიკოლოს „პერუჯაში“, „იუვენტუსში“, „ფიორენტინაში“, „ბენფიკასა“ და „ლეჩეში“ უთამაშია, გამორჩეული პერიოდი კი 2007-2013 წლებში „პალერმოში“ ჰქონდა, სადაც 179 მატჩში 81 გოლი გაიტანა.