ფეხბურთი

14:36 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: "ბარსას" სიყვარულის გამო ფინალში "ლივერპულს" ვგულშემატკივრობ"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რონალდინიომ „პარი სენ ჟერმენის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რის შეცვლას აპირებენ კლუბის ხელმძღვანელები, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები უკვე ამ კლუბში თამაშობენ.

რონალდინიომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზეც გააკეთა კომენტარი და პირდაპირ თქვა, რომ ფინალში „ბარსელონაში“ მისი წარსულის გამო „ლივერპულს“ უგულშემატკივრებს.

„პსჟ-ს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს და ყველაფრის შეცვლა სურთ? მაშინ, რომელიც ფეხბურთელები უნდა დაიმატონ? ყველაზე ცუდები? არ მესმის. ადაპტაციის პერიოდი ნორმალურია, უბრალოდ ლოდინია საჭირო.

ნეიმარი? ამ სეზონში მას ტრავმები ჰქონდა, მაგრამ, როდესაც 100%-ით მზადაა, ამ გუნდისთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის, დი მარია, მესი - საუკეთესოები პსჟ-ში ერთად თამაშობენ. კიდევ ვინ უნდა დაიმატონ? მბაპე ძალიან მომწონს, მთავარია ის ბედნიერია, დანარჩენი თავისთავად მოხდება და საუკეთესო გახდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი? ორი დიდი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს, რომელთაც ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ. „რეალი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ რადგან „ბარსა“ მიყვარს, „ლივერპულს“ ვუქომაგებ. ბენზემას ოქროს ბურთი? ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ, შესანიშნავ თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში აჩენებს. იმედი მაქვს, რომ ბევრ ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებს“, - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რონალდინიო „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას 2001-2003 წლებში იცავდა.

0.130136